აპრილი 548
en

დოკუმენტური ფილმი „ნაშთი ძვირფასი სიგელ-გუჯრისა“

დავით აღმაშენებლის ანდერძის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2025 წელს მოამზადა დოკუმენტური ფილმი - „ნაშთი ძვირფასი სიგელ-გუჯრისა“. 
ეროვნულ არქივში დაცული მეფე დავით IV-ის ანდერძი შიომღვიმის მონასტრისადმი შირვანში ლაშქრობის წინ, 1123-1124 წლებში, არის შედგენილი და ჩვენი ქვეყნის ისტორიოგრაფიაში მას გამორჩეული მნიშვნელობა აქვს.
დოკუმენტურ ფილმში დავითის ანდერძის შედგენის წინაპირობებსა და ისტორიულ კონტექსტზე საუბრობენ: ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი, ფილმის ავტორი ქეთევან ასათიანი და ისტორიკოსები: მამუკა წურწუმია, თემო ჯოჯუა, მზია სურგულაძე და გიორგი ოთხმეზური (საარქივო ჩანაწერი). ისინი დეტალურად განიხილავენ დავითის პიროვნებისა და მოღვაწეობის შესახებ ამ საბუთის მიერ შემონახულ ძვირფას ცნობებს.